იყიდება 3-ოთახიანი ბინა ავლაბარში, საერთო ფართი 107 მ². ბინას აქვს ორი საძინებელი, ორი სველი წერტილი და ორი აივანი. არის ნათელი, თბილი და კომფორტული. ბინა მდებარეობს მეგობრების მიერ საკუთარი მოხმარებისთვის აშენებულ კორპუსში, სადაც იყიდება მხოლოდ ერთი ბინა.
ბინა აღჭურვილია ავეჯითა და ტექნიკით. ქირავდება ძალიან კარგად და განსაკუთრებით მოთხოვნადია. ორ წელიწადს ზედიზედ ქირაობდა საელჩო. მდებარეობს წყნარ ქუჩაზე, ახლოს არის მაღაზიები, ტრანსპორტის გაჩერებები, უნივერსიტეტები, სკოლები და ბაღები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
Compare listings
Compare